შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ბგერწერობანა

ნინო დარბაისელი

ბგერწერობანა

- ხელი, ხელი … -კახელი.
ქიმი, ქიმი… - ექიმი!
რძე, რძე… თუ ხარ ჩემსიგრძე,
ეს თამაში განაგრძე!
დავალ კარდაკარა და
ვერ ვიშოვე კარადა.

სკა- სკა… - სკამი!
ცა?! - მისცა.
მევახშე და ვახშამი,
ფანტა, ფანტა …ფანტია
ბრინჯი ჩაუხარშავი,
შავი?! - მოუხეშავი.
ლანდი?! - ნიდერლანდია.
ბატი?! - აკრობატია,
(რითმა?! - “აქ რომ ბატია”),
პლანი?! - რა და, პლანეტა,
მორფი?! - იზომორფული,
რის ტივი და რა - ტივი?!
- ამბავი, ნარატივი!
იყოს “ლუქი”! - მამლუქი.

შია, შია, მაშია - ასეთი თამაშია,
ზარმაცს პირი მობანა,
ჰქვია “ბგერწერობანა”.

განა ლექსის ყამირი რამემ გააეწერა?
თამაშ-თამაშობაში - ლექსიც - შემომეწერა!
პოეზიას რას ვაკლებთ ამ ლაღობით, ამ რყევით?!
- ასე, ერთად ვერთობით,
ვისაც გინდათ, ამყევით!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →