ჩანაწერი
Laravel
სახალისო ბოტანიკა
#ლექსები
#საბავშვო
ნინო დარბაისელი
სახალისო ბოტანიკა
ჩვენს ბაღჩაში გაჯიუტდა, ანუ გაიბოტა ნიკა:
- მე რა ვქნაო, წაიკითხეთ, გვასწავლისო ბოტანიკა:
თუ არ იცით, ცოდნა თქვენი არის მართლა ნაკლოვანი.
არა მხოლოდ თვითონ ვარდი ან ასკილი ეკლოვანი,
ატამი და ვაშლი, მსხალი,
ბალი, კიდევ ალუბალი,
არ გამომრჩეს აქ ტყემალი,
მარწყვი, ყველა კენკროვანი,
მოუკრეფად - უქმად ცდება,
საკრეფად კი - გეცოდება,
მოკრიფავ და უმაცივროდ არ უხდება დიდხანს დება.
ერთად დიდი ოჯახია, ვარდისებრთა ეწოდება.

კომენტარი
0