შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

უილიამ ერნესტ ჰენლი invictus

ღამე კუნაპეტი ისე მმოსავს,
თითქოს უფსკრულს დავცქერ კუპრის,
ჩემი უძლეველი სულის მგოსან
ღმერთებს სამადლობელს ვუთვლი.
ვლეწე წუთისოფლის ხელბორკილი
უხმოდ, უდრტვინველად, მტკიცედ,
თავი შემრჩა ასგზის გაპობილი,
გული - უშიშარი ისევ...
ველი ჟამთასვლათა აჩრდილების
ქადილს - ავსიტყვას და მრუმეს,
კვლავაც უდრეკი ვარ, არ ვიცვლები,
მედგრად ვეგებები ღრუბელს.
ვერ მძლევს იწროება ალაყაფთა,
არ ვსდევ ბედისწერის სურვილს...
ჩემი ხვედრის დიდოსტატი ვარ და,
პატრონი ვარ ჩემი სულის...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →