შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

აჰა,მოვედი

აჰა, მოვედი! თითქოს, გაშლილ ხელისგულებზე
დავწერე ჩემი მდუმარებით თქმული ზღაპარი
და ტკივილებით გამოჩორკნილ საფეხურებზე
ნირწახდენილი ოცნებების დავტოვე კვალი.
ქარაფებს ვითვლი. მწვერვალამდე ერთი წამია,
ერთი ნაბიჯი, ერთი სიტყვა, ერთი ღიმილი,
ფლატეებს შერჩნენ ძველი წლები, დიდი ხანია,
დიდი ხანია, ხეობებში წუხს სიმძიმილი...
აჰა, მოვედი! მწუხრის ვარსკვლავს მოვყევი თითქოს,
და ცის კიდეზე დავეწერე, როგორც ზღაპარი...
წამიკითხავდე... სხვას არაფერს, არაფერს ვითხოვ,
თვლემს მთის კალთებზე მარტოობა მიუსაფარი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →