შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ჩემი ტაძარი

რას არ ვეცადე,
ვერ ჩავეშენე შენი სულის ნოტიო კედლებს,
ვერ შევერიე ღორღსა და ქვიშას,
ვერც საძირკველში ჩამატანეს, როგორც ზარდახშა,
ვერც ვძლიე შიში,
რომ ოდესღაც ვიღაც მოვა, უმისამართო,
და შენს ყოფაში უნუგეშო ადგილს წამართმევს...
შენი ტაძრის ყოველ კუნჭულში
ასვენია ჩემი გულის მწირი ნაწილი,
და მზის ბარძიმით
დარწყულებულ ჩემს სისხლძარღვებში
თავგანწირვით
ჩუხჩუხებს ნდომა შენთან ერთობის.
ვეცადე კია,
ამომევსო მაგ კედლების ტკივილნარევი ნაპრალები,
კისრისტეხით დავყოლოდი თავქვე ფერდობებს,
რომ უფრო მალე შემხვედროდნენ შენი თვალები...
ვერა და ვერა...
ვერ ჩავეშენე ქვითკირებში შენი არსობის...
ვერც საძირკველში შევეხიდე ნების სიმტკიცეს...
და ვშიშობ ისევ,
მოვა ვინმე, უმისამართო,
და შენს ყოფაში უნუგეშო ადგილს წამართმევს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →