ჩანაწერი
Laravel
მზეები კედლებზე
მოვა ზამთარი და ერთი მოსმით
წამიშლის კედლებს მიხატულ მზეებს...
შეეპარება ყინული ლოდინს,
ჭაღარა თრთვილი შეჭირხლავს დღეებს...
და საკუთარ თავს, თითქმის, ყოველდღე
ვასწავლი სიკვდილს, როგორც გაკვეთილს,
და ვიმეორებ: როგორ მოვედი,
როგორ ვიცოცხლე, როგორ წავედი...
ვგრძნობ, რომ ხანდახან ისე ბევრი ვარ,
ისე ჭარბი და ისე ზედმეტი,
გადმოვიღვრები სულის ქვევრიდან
და ჩემსავე თავს თვითონ ვეცლები.
მსვამენ გზადაგზა უცხო მაყრებიც,
მცლიან, მმარცვლავენ, მცვლიან, მყიდიან,
მიმომფანტავენ მაშრიყ-მაღრიბით
და მერე თავის გზაზე მიდიან.
მე კი მოველი სევდიან ზამთარს,
ფანჯრის წინ ჩავლილთ, დავითვლი დღეებს,
სულის კედლებზე კვლავ მზეებს ვხატავ -
ერთი მოსმისთვის განწირულ მზეებს.
წამიშლის კედლებს მიხატულ მზეებს...
შეეპარება ყინული ლოდინს,
ჭაღარა თრთვილი შეჭირხლავს დღეებს...
და საკუთარ თავს, თითქმის, ყოველდღე
ვასწავლი სიკვდილს, როგორც გაკვეთილს,
და ვიმეორებ: როგორ მოვედი,
როგორ ვიცოცხლე, როგორ წავედი...
ვგრძნობ, რომ ხანდახან ისე ბევრი ვარ,
ისე ჭარბი და ისე ზედმეტი,
გადმოვიღვრები სულის ქვევრიდან
და ჩემსავე თავს თვითონ ვეცლები.
მსვამენ გზადაგზა უცხო მაყრებიც,
მცლიან, მმარცვლავენ, მცვლიან, მყიდიან,
მიმომფანტავენ მაშრიყ-მაღრიბით
და მერე თავის გზაზე მიდიან.
მე კი მოველი სევდიან ზამთარს,
ფანჯრის წინ ჩავლილთ, დავითვლი დღეებს,
სულის კედლებზე კვლავ მზეებს ვხატავ -
ერთი მოსმისთვის განწირულ მზეებს.
Laravel
კომენტარი
0