შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

რა გადაიტანს

რა გადაიტანს ცხრაგზის ცხრა ზამთარს…
ცხრა მთას და ცხრა ზღვას რა გადაივლის…
ან ურმის თვლებში შებმულ სამართალს
სად გაეშლება თეთრი ყვავილი…
კოშკს ვინ შეაბა თითო სარკმელი
და სარკმელს იქით - თითო სიცოცხლით
ვისი გაისმა, ნეტავ, სათქმელი,
ან უთქმელობის სევდას ვინ მოთვლის…
ვისი სულია, ასე რომ სურდათ -
მუფარახად და ტკბობის ტარიგად,
შესაწირავად ცხრაგზის ვნებულთა:
მზეთა,მთვარეთა და ოტარიდთა…
ვინ გადაიტანს ზამთრის ბუდეებს
და, ცვილნარევი თითების მტვრევით,
მიუტევებელს ვინ მიუტევებს…
თვალს ვის აუხვევს რიყის ქვის მტვერი…
ან ქარაშოტი საით წაიღებს
ამ ჰანგებს - მღერას ფერად ყვავილთა…
ან განშორების სასტიკ თარიღებს
რა გადაიტანს… რა გადაიტანს…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →