შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მარხვა სინანულისა

ეზოში ბავშვებს ქვიშის სახლებს აუშლის ქარი
და ქვიშაც მალე დაივიწყებს თითებს მთრთოლვარეს,
ბოლო შენდობას მომაძახებს უხმო ჭიშკარი,
ვიდრე სხვენიდან სინანულებს გადმოთოვლავენ...
დავედევენები ბილიკებს და წლებს გავექცევი...
ო, ღვთისმშობელო... ლოცვაა თუ ვამტვრევ ხმიადებს,
ან, იქნებ, სულით უპოვარი, ყოფას ვეჩვევი,
რომ გოლგოთამდე მისვლა აღარ დამიგვიანდეს...
იყუჩე, ქარო... ქვიშის კედლებს ნუღარ ჩამოშლი,
ბავშვი ვიყავ და დიდობაშიც თითებს მითვლიან
და აუხდენელ ოცნებათა ლურჯ სამყაროში
ერთი ვარსკვლავი უსასრულო ჩემი ფიქრია...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →