შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მარტის თოვლი

ჭალას მღერის ჩიტბატონა... გაკვირვებით
თოვლქვეშ თეთრი ენძელების უსმენს წყება,
მე რომ ვფანტე გაზაფხულზე, იმ კვირტების
უსასრულო ფორიაქი მენატრება...
მენატრება მთვარე - ჭაში ჩაკიდული,
უნატიფეს სიამეთა ვაებანი,
სული ჩემი - ზღვიდან ცამდე გახიდული
და ლოდინი უკანასკნელ პაემანის...
ჩემო ყველავ... შენი სუნთქვის მსუბუქ ქროლვას
შევაგებებ ფარატინა ფრთების შრიალს...
ჭალას მღერის ჩიტბატონა... და ამ თოვლმაც
მარტის თვეში უშენობას შემაჩვია...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →