შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მეუფეო ზეცათაო

სიცოცხლევ ჩემო! ღრუბელ-ღრუბელ გამოგედევნე,
ნაკლულ თასივით შეუსმელი, ზღვას და ცას ვერთვი,
მოარაკენი მიამბობნენ უცხო ედემზე,
მე კი  ესღა ვარ - პირმშო მიწის, სწორედ ასეთი...
კარდაკარ კრძალვით დავეძებდი ღმერთზე მოდარდეს,
უპასუხობით დამანელეს - შენთვის მხმობელი,
ვკაფე ჯაგნარი უკანასკნელ კატაკომბამდე,
რომ კვლავ მეხილვე - მარადი და ზესთამყოფელი...
თენდება... ფრთებქვეშ მიფარავენ სერაფიმები,
სიმშვიდევ ჩემო, კელაპტრებად სულში ჩაღვრილო...
კედლებზე ფიქრებს ჩარეცხავენ ხშირი წვიმები
და სიტყვისგებას შეიფერებს დრო  უნაპირო...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →