შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სიმწიფის ზარი

სიმწიფის ზარი

ირეკება ბოლო ზარი, სკოლის
და პირველი ზარი სიმწიფისა,
ბავშვობასთან გიწევთ განშორება
და ახალი კიბის ზიარება.
ძნელი არის ცხოვრების ფერხული,
დაგელოცოთ ყველა საფეხური,
არც იჩქაროთ, არც იაროთ ნელა,
დაიხსომეთ რჩევა, დარიგება...

ეშმაკთან არ დადოთ გარიგება,
უსწავლელად სამოთხეშიც ბნელა.

18.05.2023წ.
ნინო როსტიაშვილი
neru
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →