შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ვნების კვირა

ვნების კვირა

ქარი შლიდა ურცხვ დალალებს,
ვგლეჯდი, ვგლეჯდი მე ბალახებს,
ვნების მძიმე კვირა იდგა,
მე კი ვწმენდდი თქვენს ბანაკებს.
წამოყარა უცბად წვიმა,
ღვთის მადლია გავიფიქრე,
ჩამორეცხა მარმარილოს,
დამტვერილი ქვაფენილი.
გულ-მკერდიდან ბალახს ვგლეჯდი,
წვიმამ გული დაგინამათ,
თითქოს ჩემგან დაგლეჯილი,
ჭრილობები დაგიამათ.
ჩამორეცხილ ცივ ლოდიდან,
ექვსი სახე მეგებება,
და მეშვიდე შემახსენა,
გატეხილმა ამ მიხაკმა.
მოუარეთ სანამ მოვალ,
სანამ კარი გამიღია,
დავგლეჯ, დავგლეჯ, ჯერ ბალახებს...
სანამ ვარ და შემიძლია...

19.04.2022წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →