შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ოქრო ვერასდროს გახდება ვერცხლი, ვერცხლი ბაჯაღლო და ლოცვა ცეცხლი! neru

ოქრო ვერასდროს იქცევა ვერცხლად!
ვერცხლი ბაჯაღლოდ და ლოცვა ცეცხლად!
(neru)

რა ვარსკვლავზე გამაჩინე, დედაჩემო?!

ვინც ვარჩინე,
ვინც წუმპედან ამოვსანთლე,
იმ სანთელით დამამადლა განათება,
ლამის არის მე გადამცეს ანათემას.

ვისაც ხელზე ერბოკვერცხი მოვუტაფე,
ვინც ვაპურე,
ვინც ვარცლიდან ამოვაცხვე,
სიტყვაც კი არ დამამარცვლა
საცხონებლად.

"ნუგეშ, დია,
ისგუ დინილ"* არ წახდება
ისე რომე,
თონე დარჩეს საღორებლად...
გაკვეთილი იყო ყველა საგონებლად...

რა ვარსკვლავზე გამაჩინე დედაჩემო?!

აი,
ვიღაც წაიქცა და შველას ითხოვს,
ცოტახანი მივატოვებ ჩივილს ჩემო...
ჩავირბენ და რით ვუშველო უნდა ვკითხო...


25.01.26წ.
ნინო როსტიაშვილი
neru

ნუგეშ, დია, ისგუ დინილ* - ნუ შიშობ დედა,
შენი გოგო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →