შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შემმოსე...

შემმოსე...

დამდაბლდი თავო,
მოიპოვე,
თვით'გადარჩენა.

ამაღლდი სულო,
არ გაბედო მარტო დარჩენა.

ღამის წყვდიადში, ლანდმა შენმა არ შეგაშინოს.

უერთგულე და გიერთგულებს, ზეცით სამება.

მიწა ვიყავ და მიწად ვტოვებ, მე ჩემს სამოსელს.

და სიმდაბლითა მოველ ღმერთო,
რათა ვცხონდე მე..

შენს სადიდებლად, მაღლდებოდეს, სული ცოდვილი.

მომიტევე და სული ჩემი, ნათლით შემოსე.

12.06.2022წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU ✍️
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →