ჩანაწერი
Laravel
მე არა, მან!
მე არა მან...
მე დამაქვს მხრებით, ჩემი ბილიკი
და არასოდეს დავიწუწუნებ,
მე ამ ბილიკზე სიარულს ვსწავლობ,
არ გავახარებ სოროს წრუწუნებს.
თუ წავიქცევი ადგომას ვწვალობ,
თუ წამოვდექი არ გაგიხსენებთ:
სიტყვით მრუშობას, არცა სიავეს,
ღმერთმა შეგინდოთ,
რაც კი იავეთ.
სხვის თვალში ბეწვი შეგიმჩნევიათ,
საკუთრში კი დირეს
ვერ ამჩნევთ,
ან იცით, მაგრამ მაინც არ იმჩნევთ...
თამაშს აგრძელებთ უცეცხლო ალთან.
*
დაგვიწყებიათ, რომ ხართ მოკვდავნი,
და ყველა აგებს პასუხს უფალთან !
13.05.1996წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU ✍️
მე დამაქვს მხრებით, ჩემი ბილიკი
და არასოდეს დავიწუწუნებ,
მე ამ ბილიკზე სიარულს ვსწავლობ,
არ გავახარებ სოროს წრუწუნებს.
თუ წავიქცევი ადგომას ვწვალობ,
თუ წამოვდექი არ გაგიხსენებთ:
სიტყვით მრუშობას, არცა სიავეს,
ღმერთმა შეგინდოთ,
რაც კი იავეთ.
სხვის თვალში ბეწვი შეგიმჩნევიათ,
საკუთრში კი დირეს
ვერ ამჩნევთ,
ან იცით, მაგრამ მაინც არ იმჩნევთ...
თამაშს აგრძელებთ უცეცხლო ალთან.
*
დაგვიწყებიათ, რომ ხართ მოკვდავნი,
და ყველა აგებს პასუხს უფალთან !
13.05.1996წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU ✍️
Laravel
კომენტარი
0