შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ნურაფერს დამპირდი

ნურაფერს დამპირდები

მხოლოდ ერთი დღით არ გახსნა დარაბები,
მხოლოდ ერთი დღით,
არ...
ერთხელ არ ავდგები.
ერთი დღე, რომ ჰგავდეს ღამეს,
რა იქნება,
სულ ერთი დღით, სულ არაფერს გავიგებდი.
დაღლილ სულმა დაიზაროს წამოდგომა,
შენს სასთუმალს, ჩემს სასთუმლად დავიგებდი.
სარეცელზე გავატარო მთელი დღე და
არ მოუნდეს სხეულს სულთან შეწებება.
არ აკრიფოს გაბნეული ფალანგები,
აკოწიწოს ოცნებათა ლარნაკები.
არ შეკრიბოს გაფანტული აზრთა კონა,
სულ ერთი დღით, ღამე იდგეს დღის გაზონად.
ხო და...
ერთი დღით არ გახსნა დარაბები,
ავიკრათ პირები,
ნურას დამპირდები.
ვიმარხულოთ შუბლზე ცხების გარეშედაც,
საზიარებს-ვეზიაროთ უღვინოდაც.
მხოლოდ ერთი დღით... არ გახსნა დარაბები,
მხოლოდ ერთი დღით... არაფერზე ვიდარდებდი...

23.02.2023წ
ნინო როსტიაშვილი
neru
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →