შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

აღუ, ღ...

აღუ-ღ...
ადიდე ღმერთი უფალი!
ღმერთო!

ა-ღუ... აღუ... ღუღუნებენ
აღუები,
დ-ასაბამით ადიდებენ
უფალს.
ი-ავნანას დაუმღერებს
აკვანს,
დ-ედა, დედი, უფალს
გვედრი,
ე-ფერება თან არტახებს
აკრავს.
.

ღ-მერთო, ერთო,
მოწყალეო,
მ-იწყალეო,
შეიწყალე,
ე-ვედრება
აღმდგარს.
რ-ეკენ ზარებს...
შეავედრებს,
თ-ვის შექმნილსა
ანგელოზსა,
ი-ფარავდეს ას გზას.

უ-გალობებს საგალობელს
ყოველს,
ფ-რიალებენ ფიალები
რწმენით.
ა-დიდებს და სადიდებელს
მღერის,
ლ-ამპარს უნთებს,
გამრავლდესო
ერი,
ი-მერ-ამერ, ევედრება
უფალს!

ღ-მერთის ხატზე
მო-მლოცველი,
მ-ორწმუნე და
მოზიარე.
ე-რთი რწმენით, ყრმათა
ზრდიან,
რ-ომ სამშობლოს მძიმე
ხვედრით,
თ-ავისუფალს,
თანაზიარს,
ი-ხილავენ მარად
მზიანს!!!
ო-სანა!!!

01.04.2023წ
ნინო როსტიაშვილი
neru
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →