შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მოგიხსენიებთ

მოგიხსენიებთ

აბალახებულ საფლავებს ვხედავ,
გული შეკუმშვით ამომივარდა,
ვიღაცას ალბათ არ ჰყავდა შვილი,
ვიღაცამ ალბათ ადრე დაკარგა.
ვიღაცის შვილი ემიგრანტია,
უვლის უცხო ტომს, უცხო მიწაზე,
თავისი მკვდარიც კი ენატრება
და ეფერება შორით საფლავებს.
ღმერთო აცხონე მიცვალებულნი,
ვისაც არ დარჩა ქვეყნად მომგონი,
ამ დალოცვილი ვაზის ნაჟურით,
აბალახებულ საფლავისას ვსვამ!

08.04.2018წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →