შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

წითელ პარასკევს

წითელ პარასკევს

ასეთი დადუმებული,
ჯერ არ მინახავს მტკვარი,
თითქოს შეჩერდა მეტეხთან
და გარდისახა ჯვარი.

მთვარეს გამოსდო ხელკავი,
თითქოს შესჩივლა დარდი,
ჯვარცმის გალობას უსმენდა
ცოდვით დახარა თავი.

შაშვის გალობა შერწყმია,
მრევლის გალობას წამით,
ქრისტეს ვნებანი გაისმის,
ცამაც დაღვარა ნამი.

ძეს,
გარდმოხსნამდის ელოდა,
მერე გაუყვა კრძალვით,
ასეთი დადუმებული,
ჯერ არ მინახავს მტკვარი.

14.04.2023წ
ნინო როსტიაშვილი
neru
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →