შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მე მაპატიეთ

მე მაპატიეთ...

მივყვები გამზირს რუსთაველისკენ,
დღესაც ცხრაა და სველია მიწა,
დღესაც ლოდივით მაწევს სუყველა,
ვინც ჩემს მაგივრად იმ დღეს ეწამა.
არ შეუშინდით ნიჩბებით მოსულთ,
ტანკების გრუხუნს ლოცვებით დახვდით,
ფარად ქართული დროშა გეფარათ ,
ხანჯლად დადიანს მღეროდა დედა.
მე მაპატიეთ ჩემი არ ყოფნა,
ვერ დაგიცავით, ვერ შეგეშველეთ,
როცა ნიჩბებით თავს გიჩეხავდნენ,
ზურგზე აბჯრად ვერ გადაგეფარეთ.
ალბათ ბედია ეს და განგება,
რომ ზუსტად სამში შემხვდა ანთება,
ცხრაში მეხივით გავარდა ხმები,
ვერ დააჩოქეს ჩვენი გენები!
აქ სადაც თქვენი ხსოვნა ანთია,
თავისუფლების გუბეებია,
დღესაც ტიტებით მოდის თაობა,
დღესაც სანთლებით გეგებებიან!

09.04.2022წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →