შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მაისის ისტერია

მაისის ისტერია
დედამიწაზე!!!
( ოთხ სეზონს ხანდახან
ვიხილავთ ერთ დღეში).
neru
მაისის ისტერია,
ცათა მისტერია,
მიწის ისტერია
ჩემს ხმას შერევია.
დღემოკლე ღამეები,
უფრო მოკლდებიან,
ხან გაზაფხულობენ,
ხან კი ზამთრდებიან.
ცა მიწის ჭერია,
ცას მზე უჭერია,
ცა ალისფერია,
მიწა კი სველია.
მიწა ღვთის შვილია,
ღმერთი გვიდევნია,
მიწა გვიპოხია,
მერე გვინანია.
ჰაერი უხილავი,
სამყაროს ფილტვებია,
ამოხველებაზე
პირჯვარი გვიწერია.
მაისის ისტერია,
ჯიუტი, კერპია,
წვიმაა, თოვლია,
ხან გიჟი ქარია.
ფერთა აღლუმია,
ზღვათა ცეკვებია,
ხეთა ხვევნებია,
ხევთა სტვენებია.
ცათა მისტერია,
კერკეტი კაკლებია,
მარგალიტებია,
კლდეთა ტირილია.
მაისის ისტერია,
მიწის მისტერია,
ქანები ქანდებიან,
გადაქანდებიან...
მაისის ისტერია,
ჩემს ხმას შერევია,
ხან ბობოქრობენ და
ხან დადუმდებიან...

01.05.2023წ.
ნინო როსტიაშვილი
neru
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →