შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ლაზარეს შაბათი

ლაზარეს შაბათი

შიში მკლავს
სიცოცხლის
და არა სიკვდილის,
სიცოცხლე როგორ მღლის,
ვიხსენებ კვლავ დილით...
-მოვდივარ ძვირფასო გახსენი დარაბა,
გაფიცებ არასდროს
არ ენდო ბარაბას,
არასდროს გამოჰკრა
სასხლეტს ან ბარაბანს.

სანამდის რწმენაში
იცოცხლებს ლაზარე,
არ მცდება ენაზე
სიტყვების სიმწარე.
დღეს ყველა ცხონდება,
გვამცნობდა ცისმარე,
არ მოკვდი, იცოდე,
შენ ფერი-იცვალე!
მარადიულობით
სიკვდილი შეცვალე!
ნურვინ დაღონდება
გარდაცვალებაზე!

08.04.2023წ
ნინო როსტიაშვილი
neru
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →