ჩანაწერი
Laravel
მოდიოდა, წმინდა ნინო!
მოდიოდა!
წმინდა ნინო!
გ ზა იყო ზოგჯერ მზიანი, ზოგჯერ ხოშკაკალ დღიანი.
ვ ერ შეაშინა წვიმამან, ვერც დაგესლილმა ხვითოს ქვამ.
ფ არად ღმერთი ჰყავს, ხმლად რწმენა, წმინდანად აღესრულების.
ა სული ზაბილონისა, დედა სოსანა -წმინდანის.
რ წმენით აღზრდილი ქალწული, რწმენით მოარღვევს ნარეკლებს.
ა ვდარში, დარში, ბარდებში, მხოლოდ ორჯერა ისვენებს.
ვ არდის ბარდები მხსნელად ჰყავს, ავქაჯი რას შეაშინებს.
დ ედისა მარიამისა ლოცვა მოჰყვება ნუგეშად.
ე დემის ბაღში* წამებას მხოლოდ ის ერთი გადურჩა.
ს ანეტარო გზას შეუდგა, იქ ქრისტეს კვართი ელოდა.
ნ ანატრ დღეთა აღზევებად, მოდიოდა ნინო, რწმენით.
ი ქმდა საქმეს საკვირველსა, სულს კურნავდა უფლის ხელით.
ნ ურვინ იტყვის სუსტიაო, ქალი უფლის მოყვარული.
ო, რარიგად მწარე იყო გზები არმაზს მისაღწევი!
წ მინდად კვეცილ ღერ-ნაწნავით, შეკრა ვაზის ლერწამები!
მ აყვლოვანი გადალახა, დაეკაწრა ტერფკოჭები.
ი ქმნა საქმე სასწაული, დაამარცხა კერპთა ხვედრი.
ნ ეტარ არის, ნეტარ არის, ნინო კაბადოკიელი.
დ ედაღვთისას კურთხეული მიწის მხსნელად მოვლენილი.
ა რმაზიდანა ბოდბემდე ზიდა -მან ჯვარი საზიდი!
ა თეთრებდა ზეცა მდელოს, შეიცვალა კალენდარი.
მ ოიქარგა თოვლით ბოდბე,
ცას შეუერთდა წმინდანი,
ი ტვირთა და აღასრულა, დაგვიტოვა რწმენის ხიდი!
ნ ურვინ იტყვის სუსტიაო ქალი გულით რწმენის მზიდი.
ნეტარ არის, ნეტარ არის, ნინო კაბადოკიელი!
27.01.24წ.
ნინო როსტიაშვილი
neru
ედემის ბაღი*-თრდატ, (ტირდატე) III — სომხეთის მეფის ბაღი,
სადაც ქალწულთა წამებას მხოლოდ წმინდა ნინო გადაურჩა. ნინომ ვარდის ბუჩქებს შეაფარა თავი და ამის შემდეგ ლტოლვილმა ნინომ დიდი გაჭირვებით გამოიზამთრა "ულოპორეთში", შემდეგ გაემგზავრა ჯავახეთისკენ.

კომენტარი
0