შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დაგვინდე

დაგვინდე...

რად ბობოქრობ მიწავ, რა დავაშავეთ,
რად არჩიე ნათელს ბნელი, სიშავე?!

თუ ვაშავეთ, გადვიხვეწეთ შორ-შორეთს,
ჩვენს მონაგარს მაინც ნუ გაგვაშორებ!

წელი ისე ვერ გავლიეთ ტრამალეთს,
ზვავს და მეწყერს ვერა ვერ დავემალეთ!

უწინ დედა დატოვებდეს სახლს, ყორეს,
ვერ გაუძლებს გული შვილის სიშორეს...

რად ბობოქრობ მიწავ, რა დავაშავეთ,
რადა ტოვებ ყველგან კვალსა შავ-შავეთს...?!

08.04.24.წ.
ნინო როსტიაშვილი
neru
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →