შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ვალდებული ხარ

ვალდებული ხარ!

სამშობლო განა გვირილა არის,
კენტად გძულდეს და ლუწად გიყვარდეს,
სამშობლო ისე უნდა გტკიოდეს,
მისით სუნთქავდე კუბოს კარამდე!

სამშობლო განა ბატონებია,
რომ სახადივით გადაიხადო,
ვალდებული ხარ ისე გიყვარდეს,
მისი შემცვლელი სხვაგან ვერ ნახო!

სამშობლო ისე უნდა გიყვარდეს,
უცხო მიწაზე სუნთქვა გეკვროდეს,
წყურვილს ვერ უნდა იკლავდე ვერსად,
გინდაც დედოფლის ფლობდე სამფლობელს.

17.02.24წ.
ნინო როსტიაშვილი
neru
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →