შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

გინატრე...

გინატრე..

მოგისურვილე, გინატრე,
ვით წყაროს თავზე იები,
ნუ მალოდინებ დაზაფრულს,
ვით ყვავილობა გაზაფხულს.

სხვას არ გაუხსნა იცოდე,
ნანატრი გულის კარები,
ვინძლო გზად შემოგეფეთო,
არ ამარიდო თვალები.

"ფეხუდგმელიდან" დაგიკრეფ,
ია-ენძელებს ზამთარში,
ოღონდაც შენმა მზერამა,
გახეთქოს გული ფიცარში!!!

04.02.2022წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →