შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ვიღაც კი...

ვიღაც კი...

მთვარე სიმთელეს დააწანწალებს,
რა ეშველება ვარსკვლავს ნაწამებს,
ღამე ავ-სიზმრებს ააწკავწკავებს,
ყელზე შემოხვევს მჭიდროდ ნაწნავებს.

ვიღაც, მთვარესთან ერთად ივახშმებს,
სიტყვას მოქარგავს მლიქვნელ-საამებს,
ვიღაცა, ახლაც სულით ივახშებს,
სხვისი ცხოვრების გზას აახრეშებს.

ვიღაცა, ახლაც მტკვარზე ნადიმობს,
გაშლილ სუფრაზე თამადას უხმობს,
ვიღაცა, დარჩა დღეს უნადიმოდ,
ვიღაცის, ტირის ცოლ-შვილი, უხმოდ.

მთვარე კი ისევ დააწანწალებს,
ვიღაცის ლანდებს, სულს განაწამებს,
ვიღაცას, ძველი "ტუფლი" აწამებს,
ვიღაცა, ისევ ითვლის სხვის წამებს.

03.03.2023წ
ნინო როსტიაშვილი
neru
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →