შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

-მიყვარს... არ მიყვარს!

-მიყვარს...
,.არ მიყვარს!

მიყვარს,
ტირე და
სამწერტილი,
არ მიყვარს,
მძიმე და წერტილი,
არც კითხვის ნიშანი მახარებს
და ძახილს საერთოდ ვერ ვიტან!
ტირეში,
განვლილი გზა მიყვარს,
სამწერტილს,
იმედით ვუყურებ...
მძიმე,
გულს მიმძიმებს რატომღაც,
წერტილი,
დასასრულს მაგონებს.
ვერ ვიტან ძახილს და ბრძანებას,
ორივე მიმრავლებს გულის დარდს.
სასვენი ნიშნები კი არა,
ცხოვრების ნიშნები არ მიყვარს!

09.07.2013წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU ✍️
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →