შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სიკვდილო

სიკვდილო
(ერთი წლის თავზე,
გუჯიკოს)

მოდი, მომისვი, ეგ ბრმა ცელი, ყრუვ და უგულო,
შენ, რომ თვალები გქონებოდა სხვა გზით ივლიდი,
შენ, რომ ხედავდე, გადათელილ ბილიკზე ცოდვებს,
მაშინ, ნორჩ ბალახს, რძე, რომ გასდის, გვერდს აუვლიდი.
სიცოცხლეშივე შეგიყვარე, მე შენ სიკვდილო,
დაბადებიდან გელი, დიდხანს არ მალოდინო,
მოდი, მომისვი ეგ ბრმა ცელი, ყრუვ და ცოდვილო,
და არ მანახო როგორ თიბავ, ვარდს უყვავილოს.

29.03.1998წელი
ნინო როსტიაშვილი
NERU ✍️
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →