შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

💚

15წლის ასაკში პირველად გავიცანი ბიჭი.მწვანეთვალება,საშუალო სიმაღლის იყო.
არ გავდა სხვებს.
ჩემი პირველი ბედნიერი წუთები სწორედ მაშინ დადგა როდესაც აღმოჩნდა რომ ამ ბიჭსაც ვუყვარდი.
15წლიდან 20წლამდე ერთად ვიყავით.
არასდროს მიგვიტოვებია და დაგვითმია ერთმანეთი ვინმეს ან რამის გამო.
ბოლოს იმ ლამაზ და საყვარელ ბიჭს კიბო აღმოაჩნდა.
ვიცოდი ზუსტად ვიცოდი რომ ამასაც შევძლებდით ერთად და დავამარცხებდით.
იცით რატომ ვფიქრობდი ასე?უამრავი რამ დაგვიმარცხებია და არც ეს იქნებოდა გამონაკლისი.
დიდიხანი დაგვჭირდა ამ ბრძოლისთვის,თითქოს ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან და ის მოკვდა.
არ მოგესმათ მე ვთქვი ის მოკვდა...
პირობა დავუდე რომ საკუთარ თავს არაფერს ვავნებდი და იქაც ერთად ვიქნებოდით.
ვუძლებდი მის გარეშე განბლილ დღეებს თვეებსს საათებს.დღითიდღე ჭკუიდან ვიშლებოდი.1წელი გავატარე ჩემს ოთახში სახლიან გარეთ არ გავდიოდი.
არ ვიცოდი მშვიდად ძილი რა იყო და საერთოდ რომელ წესივრად ჭამაზე იქნება ლაპარაკი.Ჩემი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა და იმ ბიჭთან ერთად მეც ყოველდღე ვკვდებოდი.
ბოლოს დედამ იფიქრა რომ საუკეთესო გამოსავალი ფსიქიატრიული იქნებოდა და იქ დამაწვინეს.რა მნიშვნელობა ჰქონდა ფსიქიატრიულში დამაწვენდნენ თუ ჩემს ოთახში ჩემი მდგომარეობა სტაბილური იყო და ეს ყველამ იცოდა.
აჭრელებული კედლები მრავალი წარწერებით,უამრავი ისტორია და საშინელი ნახატი.არ უნდა მომკვდარიყო რადგან ერთად უნდა დაგვემარცხებინა ყოველივე.


ახლა უკვე 30წლის ვარ,ისევ ფსიქიატრიულ საავადმყოფოᲨი ვწევარ,ვფიქრობ კარგად ვარ მაგრამ მეც ვიცი რომ კარგად ვერ ვიქნები.
არ მავიწყდება თითოეული შეხება,კოცნა და ჩახუტება.
ჩბენ ამ ბრძოლასთან დავმარცხდით და მომავალიც დასრულდა.
ჩემო მოკაშკაშე მწვანე თვალება ბიჭო,აი ნახავ რა ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს.
სული ამომხდა აქ ყოფნით მაგრამ ხალხთან შესახვედრად არ ვარ მზად. დამელოდე მე მალე მოვალ და აქ თუ ვერა იქ მაინც ვიქნებით საამარადისოდ ერთად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →