შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

🥀

ძალა გამოცლილს მხოლოდ ერთი რამ მიდევს გულში:განა ვიცოცხლებ ხვალამდე?
ყველაფერი ზედმეტად მომბეზრდა და ყველაფერი სულ ერთი გახდა ჩემთვის,და ის უფრო მტკივა რომ ასე არ უნდა ვიყო და მაინც ვარ.
დიდიხანია ვფიქრობ რომ არ გამეცნო რა იქნებოდა ან რომ გამეცნო მაგრამ ასეც არა.
ახლა რახდება?აღარ მჭირდები?შეიძლება ასეც ითქვას.
უშენობა ვისწავლე და ძალიან ბედნიერი ვარ.
აღარ მჭირდები!ასე მტკიცეთ შემიძლია ვთქვა...
შენ აღარავინ ხარ ჩემს ცხოვრებაში და მე ეს შევძელი.
თუ ვინმემ დაიკავა ოდესმე ჩემი ადგილი,უამბე ჩემზე.
უთხარი როგორ მიყვარდი,როგორი ბავშვური სიყვარულით მიყვარდი,როგორ გიფრთხილდებოდი და საბოლოოდ როგორ ფერფლად აქციე ჩემი სიყვარული.
უთხარი რომ სხვანაირად შეგიყვარე და ჩემსავით ვერავის ეყვარებოდი.
არც იმის თქმა დაგავიწყდეს რომ ეს დიდებული სიყვარული თავად მოკალი...💖
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →