შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მიყვარს შენი გაზაფხული

მიყვარს შენი გაზაფხული გახაფხულზე ჩიტების
მომრავლება და როდესაც შევეჩვევი დანაკარგს
ისე აღარ მომინდები ისე არ დამჭირდები
მაგრამ ახლა ნეტავ შენთან დიდხანს მალაპარაკა

განა რამე მნიშვნელოვანს ან ჭკვიანურს გეტყოდი
რამეს განა წაგახმარდი სურვილად ან იმედად
მინდა ასე ლაპარაკში მიგაცილო მეტრომდე
და მხოლოდ კარგს და მხოლოდ კარგს ცუდს რა მათქმევინებდა

მაგრამ ახლა შენ არ მისმენ მინდობილხარ ქარის ხმას
აღარც მოგენატრები და ანუ არც მომეკრობი
აღარცერთი ალუბალი ჩემს გაზაფხულს არ ისხამს
დამრჩა ძველი წერილები და ქურთუკი მეგობრის

ნიშნად რომ მე ვარსებობდი ნიშნად რომ შენ გჯეროდა
გზად რომელსაც გამუდმებით ჩემგან სხვაგან მიყავდი
ნეტავ ხელში ყვავილების თაიგული მჭეროდა
მეთქვა როგორ მჭირდებოდი მეთქვა როგორ მიყვარდი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →