შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მასწავლე დუმილი

მასწავლე დუმილი უკვე მისი დროა
მასწვალე დუმილი ამდენ წვაგამოვლის
ხომ ხედავ ცისფერი ცებისკენ მივზიდულვარ
ახლა ნუ გამომლევ

მასწავლე დუმილი და ფიქრი შემოკლდეს
სანამ სხვა ნაპირზე უნავოდ გავედი
ძვირფასი ქალების გაცვეთილ ჩემოდნებს
სულ ვასუფთავებდე

მასწავლე დუმილი მოვიკლა წყურვილი
სიცოხლის რომელიც ოდესღაც არც მსურდა
აიღე ყურმილი აიღე ყურმილი
ისე როგორ მივხვდე რომ რაღაც დასრულდა

მასწავლე დუმილი ვახარო ახლობლებს
რომ უკვე მთლიანად მომცილდა ლაქები
ისეთი დუმილი რომლითაც მახმობენ
და მერე მაქებენ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →