შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ნუ მემდური

ნუ მემდური ეს სხეულიც ლამის ქირით მაქვს
ლამის უცხომ მომატყუოს დამაღალატოს
მახსოვს გოგო სიცილით რო ჩამოივლიდა
აღარასდროს ჩამოივლის არა არასდროს

ნუ მემდური ხომ უყურებ ჩემს ზურგს დაჭედილს
ამ ზურგზე ხომ ყოველღამე ჩიტი იბუდებს
ის დღე მახსოვს საბოლოოდ როცა გავჩერდი
და უკანაც ვეღარაფრით ვეღარ მივბრუნდი

გადაიქცა ყველაფერი ყველანაწერად
ჩვენ შორის ხომ ათასობით ზღვამ ჩაიარა
ვინც მისურვა სურვილებად დამანაწევრა
და ლოყაზე ბავშვის ცრემლი დამრჩა იარად

ხდება ჩვენვე ავუკრძალავთ ხოლმე ჩვენივე
თავებს თუნდაც სხვაგან ყოფნას ზოგან არყოფნას
ამ არყოფნა-ყოფნის დარდით გადარჩენილებს
ზოგჯერ გვიწევს სუსტ ყულფებში თავის გაყოფა

ნუ მემდური ვეღარ ვუძლებ ამ სიმარტოვეს
თითქოს სიცარიელესთან დავრჩი მიბმული
ცოტახანი სიხარული უნდა მათხოვო
და დაგიბრუნებ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →