ჩანაწერი
Laravel
ზაკს
ჩემი წერილი წააკითხე მღვრიე ჩანჩქერებს
როდესაც მზერას გააყოლებ გზიდან ავაზებს
ბოლოს მაინც ხომ მხრებში მოხრილ კაცზე აჩერებ
სადაც არ უნდა იყო გხიბლავს სხვა სილამაზე
ეცადე დარჩეს ეგ ზღაპარი გავდეს ჯადოსნურს
თითქოს ბავშვობის სიზმარია როცა ზებრები
გიცქერენ თვითონ იმ ზღაპრიდან გავხარ გადმოსულს
შენ გზებს დაეძებ მე კი გზები თვითონ მეძებენ
ეს დღეც იგივე კვამლში დგას და ფეხსაც არ იძვრის
დავჯდები ისევ უნიათო ნატვრებს გავფხიკავ
მე ამ დღიდანაც კი არ ვიცი როგორ გამოვძვრე
შენთან ყვითელი ქვიშებია სამხრეთ აფრიკა

კომენტარი
0