შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მე დაღლა ვიცი ისეთი დაღლა

მე დაღლა ვიცი ისეთი დაღლა
ამქვეყნად კაცი რომ არ დაღლილა
ვყოფილიყავი ვინმესთვის სახლი
რა იქნებოდა ახლა სახლი ვარ

მიტოვებული და სოფლის ბოლოს
შავი ყვავების ბუდეებია
რა სიგიჟეა ვინც ჩემში ცხოვრობს
ისე მარტივად იღუპებიან

მერე ცხოვრება ისეთ უხერხულ
და უუნარო სურვილებს მიჩენს
არც მახსოვს გული ვის გავუხარე
ვის ვუგროვებდი ზამთარში გირჩებს

ვინ გათბა ჩემგან დანთებულ ცეცხლით
ვინ იყო მერე რომ არ მინახავს
ძვირფასო მხოლოდ მომავალს ვერ ვცვლით
ჩვენ ყველაფერი ვიცით წინასწარ

და მაინც ვცდილობ ლამაზი ვჩანდე
ვისწორებ ასჯერ მოჭრილ საყელოს
ძვირფასო ნახე მზე ისევ ჩადის
რა სევდიანი დასანახია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →