ჩანაწერი
Laravel
რატომ დავიწყეთ სიტყვების თქმა
რატომ დავიწყეთ სიტყვების თქმა სიტყვები თითქოს
შველას ითხოვდნენ გაიფანტა ბზები პალმები
ქრისტეშობისთვის შეგინახავ ღუმელის სითბოს
შობის ღამიდან ფეხაკრეფით გაგეპარები
არასდროს გეტყვი რა იქნება წასვლის მიზეზი
არასდროს ჩავალ შენს თვალებში იმაზე ქვემოთ
რომ გამახსენდეს სამუდამოდ ჯვარზე მისრესილს
შენი ძმრიანი სიტყვების გემო
ქათქათა სუსხით და ძაღლების ყეფით მოვდივარ
ყველა ვიცანი და ვერავინ ვეღარ მაგროვებს
ქრისტე ყოფილა ხვალინდელი დღის მოლოდინი
და სიმარტოვე

კომენტარი
1გულით მიხარია, რომ აქ ერთად მექნება შენი ლექსების წაკითხვის საშუალება.