ჩანაწერი
Laravel
დიდი ხანია თვალს გადევნებ დიდი ხანია მენატრები
დიდი ხანია თვალს გადევნებ
დიდი ხანია მენატრები
ერთხელ მოდი და გამათენე
ისევ იგივე მემართება
ასე მგონია ყოველ დილით
ვინმე მოვა და დამაბრალებს
რომ მე ვცხოვრობდი პოეტივით
და დავარღვიე სამართალი
რა ყადაღა ან რა ჯარიმა
ჩემთვის დროც კი არ იწელება
ერთი პოეტი ლაჩარი ვარ
ცისკენ წერილებს ვიწერები
დიდი ხანია ვაკვირდები
იმ გზებს ერთურთს რომ ეყრებიან
რა ვარდები და რა კვირტები
ჩემთვის ყოველთვის ეკლებია
მოვკვდები თუ იქ დამაბრუნებ
სადაც მე აღარ მესაქმება
და მე თავზე რომ ცა მახურავს
ვერც პალატებმა ვერც საკნებმა
ვერ მომიჩრდილეს თავის ჭერით
რას ენდობიან თავის ჭერებს
იმ სიყვარულში ჩავიჭერი
ეს სიყვარული დავიჯერე
დიდი ხანია მენატრები
ერთხელ მოდი და გამათენე
ისევ იგივე მემართება
ასე მგონია ყოველ დილით
ვინმე მოვა და დამაბრალებს
რომ მე ვცხოვრობდი პოეტივით
და დავარღვიე სამართალი
რა ყადაღა ან რა ჯარიმა
ჩემთვის დროც კი არ იწელება
ერთი პოეტი ლაჩარი ვარ
ცისკენ წერილებს ვიწერები
დიდი ხანია ვაკვირდები
იმ გზებს ერთურთს რომ ეყრებიან
რა ვარდები და რა კვირტები
ჩემთვის ყოველთვის ეკლებია
მოვკვდები თუ იქ დამაბრუნებ
სადაც მე აღარ მესაქმება
და მე თავზე რომ ცა მახურავს
ვერც პალატებმა ვერც საკნებმა
ვერ მომიჩრდილეს თავის ჭერით
რას ენდობიან თავის ჭერებს
იმ სიყვარულში ჩავიჭერი
ეს სიყვარული დავიჯერე
Laravel
კომენტარი
0