შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

კარები, როცა…

***
კარები, როცა კვლავ გაიღება
და შემოაღწევს სამყაროს სუსხი,
ფეხს ნუ აირევ,
ნუ შეეჩვევი,
არ გასცე მას შენი პასუხი.
კარები სცადე
და არ გააღო,
თუ შეგაშინა სიცივის ზარმა,
მარტომ უსმინე
კარების სიტყვებს,
თუ რა გაანდო მას შენზე ქარმა.
კარები ჩარაზე,
ნუღარ გააღებ,
ნუ გაატან უცხოს შენს წიგნებს,
რომელიც არც კარს, არც ქარს მოუსმენს,
ის ვერც შენ ვერ გაგიგებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →