შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ვერ გაანდო

დღეს ვერ გაანდო თავის სათქმელი
ყვავილმა მიწას…
და უცბად დაჭკნა.
ჩემი თვალები, უსიტყვოდ მთქმელი,
რომ იწერ პირჯვარს
აღაფრთოვანა.
ყოველ თებერვალს გარემო უძლებს
ბოლო ყინვას, რაც კარგად ვიცით,
როგორც ზაფხულში
ფიქრების კვალით,
ვერსად ვჩერდებით და ჩუმად ვიწვით.
დღეს ვერ გაგანდე ჩემი სათქმელი,
მაგრამ იცოდი
რა უნდა მეთქვა.
ჩემი თვალები - ბევრის გამთქმელი
შენი სუნთქვა -
და გულის ფეთქვა..!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →