შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დამათენდა

სულის ნაწილში კვლავ დამათენდა
აპრილის სევდით მონუსხული დღე,
როცა ცდილობ მინების გაწმენდას,
ადრე სიმშვიდე დაათარიღე.

ტკბილად ეძინა სიზმრით დატვირთულს,
ღამით განცდების სტუმრობით დაღლილს,
აპრილში ზამთრის სუნთქვით გაყინულს,
ვინც დამედევნა ემსგავსა აჩრდილს.

არ ვიცი რა ვქნა, რა გზას დავადგე,
ვისი ხელებით შევიგრძნობ სითბოს,
ყოველ დილით რომ ლოცვით ავდგე,
მდუმარე ცას კვლავ რას დავეკითხო?!

სულის ნაწილში თუ დამაღამდა
ფიქრების ზვირთში დაკარგულს გზაზე,
ზაფხულის სითბოს დაველოდები,
ვიდრე მივეკრო ისევ სხვას მკლავზე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →