შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

შენ გრძნობ ჩემს სინათლეს ჰაერშიც...

გქონდეს იმედი - გამოიდარებს,
ჩვენ თავს დავაღწევთ ამ შავ-ბნელ ღრუბლებს,
ქარი რომ მისმენს - ლექსებს მიდარებს,
თითქოს იები იდრეკენ მუხლებს,
გარშემო დიდი ქაოსი მძვინვარებს,
ისაკუთრებენ ცარიელ გულებს.

ჩემი სხეული სულ შენთვის იწვის,
შენ კი იმეტებ ამ გრძნობებს სხვისთვის,
მომიყოლია ამბები ზღვისთვის,
რომ არ გადმოგცა პასუხად, მიკვირს.

და შენ გრძნობ ჩემს სინათლეს ჰაერშიც,
მე ველოდები ახალ მიმოსვლას,
სანამ განვეწყე ლურჯ ფერშიც -
დაგელოდები სანაპიროსთან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →