შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დათოვლილი მთები

მზის ამოსვლა შუა გზაზე დაემსგავსა მხატვრის ტილოს,
გარემო კი თუა მწვანე, მთები არ იმჩმნევენ თითქოს.
მწვერვალებში კი იგრძნობა
ზამთრის მკაცრი სიცივე,
მაღლა სითბო ვერ მიგორავს
ვგრძნობდი დასაწყისშივე.
ყვავილები ყვითლდებიან, ცა კი უფრო ინთება,
როცა მთაში ფიფქებია და თეთრია მხილება.
დათოვლილი მთები დგანან,
ბარში ქვევით ზაფხულია,
როგორც ჩემი თავი დამაქვს ხალხში ,როცა ხმაურია.
დათოვლილი მთის წვერი კი მაგონებს ჩემს ხასიათს,
როცა სიტყვებს მე ვესვრი მათ,
ვისაც მოაქვს ავდარი აქ.
მოვუარეთ მწვანე გორებს,
თეთრი მთების მოხატულ ძმებს,
მწვანე მუზა მხატვრულ მორევს
აღვივებს და ღრმად გვიძენს ფერს.
დათოვლილი მთები ფეთქავს, აერთიანებენ გეზებს,
მათი სმენის ძალა მე მაქვს,
უკან გავყვე სამშობლოს გზებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →