შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სიზმარი

ბოლო კარები მე მოვიხურე
თავი დავტოვე ამარად ლანდის
ვგრძნობ ძველებურად
ვეღარ ვისუნთქებ, უიმედობა
მთელს ტანში დამდის.

ნება მივეცი იმედს
წარკვეთის, გავყევი
მშვიდად დროის მონაკვეთს,
მე შვილი მისი სასოწარკვეთის
შავი ისრები ჩემსკენ მომართეს.

რეალობას ვგრძნობდი, უფერულდებოდა, თითქოს
ჩემში რაღაც ჯერ არ დაცემულა
უცებ თვალებს ვახელ,
სწორედ მაშინ ვხვდები,
რომ “ის სრულდებოდა
რაც არდაწყებულა.”
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →