შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ბნელ ღამეში

მე არ მყავდა არავინ,
გარდა ბნელი ღამისა,
ბნელ ღამეში თრობა მიყვარს
ცქერა სავსე მთვარისა.

არც არავის ველოდი,
ხმა არ მქონდა,
მღერა მსურდა,
ჩუმად მაინც ვმღეროდი.

რატომ აღარ მოხვედი,
შენ გელოდი ყოველთვის,
სიმარტოვე მომელის
შენი სიყვარულისთვის..

ბნელ ღამეში მთვარემ
მითხრა ერთი საიუდმლო:
“ქალს, როდესაც შეიყვარებ
ცოტა უნდა წაიყრუო”…

წავიყრუე ბევრჯელაც,
სიტყვა არსად არ მითქვამს,
უთქმელობაც მეძნელა,
გული არსად გამითქვამს.

ბევრჯერ ვტეხე თეთრი ღამე
ვერ გავუგე ვერაფერი,
უშენობით ჩემი გული,
იწვის, როგორც კელაპტრები.

რა არ ვცადე მიმხდარიყავ,
შენ გაგეგო ყველაფერი,
თითქოს ძალა აღარ მაქვს და
ღამე ჩუმად ვეღარ ვმღერი..

არაფერი აღარ მსურდა,
სიყვარულში ვიწვოდი,
არაფერს, რომ არ ამბობდი
ყველაფერიც იცოდი…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →