შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მოუვლელი სასაფლაო

თქვენ გინახავთ სასაფლაო,
მოუვლელი როგორია?
კაცი მოკვდა, გათავდა და
აღარა ჰყავს მომგონია…

ის გინახავთ, დავიწყება?
ცოტას როცა შებინდდება,
ამ ყველაფრის შემხედვარეს,
ყოფნაც რომ არ მოგინდება…

წავალთ ყველა, არ გეგონოთ ისე,
არ დავრჩებით აქით არვინ,
მოგვიგონებს ნეტავ ვინმე?!
ჩვენი დარდიც ხომ ეს არის…

დაუმარხავს არ დაგვტოვებს,
ქვეყნად არვინ, იცოდეთ,
რომ მოვკდები და დამმარხავთ
სულ უბრალო მიწოდეთ…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →