ჩანაწერი
Laravel
ჩემი ციცუნია
სოფლად მიდის ჩემი კატა,
ჩემს საყვარელ ბებოს ვატან.
იმ წყეულმა წრუწუნებმა
გაუწყალეს თურმე გული;
შეუჭამეს ხმელი ხილი,
ჩემთვის სხვენზე შენახული.
იცით, მერე რამდენია?
უამრავზე უამრავი.
არხეინად დაძვრებიან,
მოაბეზრეს ყველას თავი.
დაერევა ჩემი კატა,
არ მიუშვებს არცერთს ახლოს;
ამოსწმენდს და ამოსანსლავს
წრუწუნების სამოსახლოს.
როცა ჩავალ, უნდა დამხვდეს
კაკალი და თხილი ბლომად;
ჩემს ფისოს და დათუნიას
დიდხანს ეყოთ გასაძღომად.
და ამიტომ ამ ჩემს კატას
ჩემს საყვარელ ბებოს ვატან.
ჩემს საყვარელ ბებოს ვატან.
იმ წყეულმა წრუწუნებმა
გაუწყალეს თურმე გული;
შეუჭამეს ხმელი ხილი,
ჩემთვის სხვენზე შენახული.
იცით, მერე რამდენია?
უამრავზე უამრავი.
არხეინად დაძვრებიან,
მოაბეზრეს ყველას თავი.
დაერევა ჩემი კატა,
არ მიუშვებს არცერთს ახლოს;
ამოსწმენდს და ამოსანსლავს
წრუწუნების სამოსახლოს.
როცა ჩავალ, უნდა დამხვდეს
კაკალი და თხილი ბლომად;
ჩემს ფისოს და დათუნიას
დიდხანს ეყოთ გასაძღომად.
და ამიტომ ამ ჩემს კატას
ჩემს საყვარელ ბებოს ვატან.
Laravel
კომენტარი
0