შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

შეგონებანი ყაზბეგს მისვლამდე

ნაბიჯი სულისკენ გადადგი
და თესლში მოიპოვე შვება,
გძულდეს გარიჟრაჟს მოსული ნიავი
ავი და მართალი მოიძებნება,
გწამდეს და გიყვარდეს რამეთუ
მოკვდავი უკვდავთან ერთად მუდამ ეცემა
არ გეჯეროს არც-ერთი ნახულის
ბედის წიგნაკში რაც არ ეწერება.

ნაბიჯი გულისკენ გადადგი
ტკივილში იპოვე შვება
გიყვარდეს ყველა ვინც ოდესმე გატკინა
ტკივილში ოქრო დევს აუარება
დიალოგი გვსურს იმ კარიბჭესთან
რომელიც უთქმელად ჩაიკეტება
არ აღიარო არც-ერთი წამი
რამეთუ ეშმაკმა გარგუნა ვნება

მწვანე კედლებში ამოდის ნაყოფი
თამბაქოს ფოთლებით რომ იკვებება
რაც არ გაიზრდება ის ძირშივე კვდება
მაგრამ ის ხელ-ახლა დაიბადება
სიბრძნე კოლოსის და სიბრძნე ათენას
დღესასწაულად მოგვაგონდება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →