ჩანაწერი
Laravel
პასუხი მოვთხოვოთ — მაიაკოვსკი
გრგვინავს და გრგვინავს დაფდაფი ომის,
მოითხოვს რკინა —
რომ სისხლმა ფეროს,
ყოველის მხრიდან —
ხვედრია მონის
ფოლადის ხიშტებს რომ დაეძგეროს.
მე გეკიტხებით:
— „მითხარით რისთვის,
ზანზარებს მიწა გაძარცვული
მჭლე და მშიერი?
— კაცობრიობა ბანაობს სისხლით,
მხოლოდღა მისთვის,
ვიღაც ძლიერი —
მსუქანი გახდეს
ალბანელთ მიწით!
გაბოროტება არ სცილდება
ბნელ ურდოს კაცთა,
ალბათ სამყარო ახლა დარტყმებს
ისევ იგემებს, —
მხოლოდ იმისთვის, —
ბოსფორში გასვლა —
უსასყიდლოდ სურთ სამხედრო გემებს.
ნეკნს ჩაუმტვრევენ მრავალ მხარეს
უნდა ვიფიქროთ —
სულს ამოხდიან,
გადათელავენ, —
მხოლოდ იმიტომ,
რომ ვიღაც ითხოვს —
მესოპოტამია
ტყვედქმნილი ჰყავდეს.
ვისი სახელით
ქვეყნებსა თელავს
მოჭრიალე
ჩექმა უხეში?
ან და, რა არის
ომის ცის ქვეშ თავისუფლება?
აღსდექ, ჩაგრულო, —
სხვისთვის მდგარო
სისხლის გუბეში
და მტარვალს უთხარ:
— რად გვაბრძოლებ,
არ გაქვს უფლება!..
1917 (თარგმანი კ. ბობოხიძისა)
მოითხოვს რკინა —
რომ სისხლმა ფეროს,
ყოველის მხრიდან —
ხვედრია მონის
ფოლადის ხიშტებს რომ დაეძგეროს.
მე გეკიტხებით:
— „მითხარით რისთვის,
ზანზარებს მიწა გაძარცვული
მჭლე და მშიერი?
— კაცობრიობა ბანაობს სისხლით,
მხოლოდღა მისთვის,
ვიღაც ძლიერი —
მსუქანი გახდეს
ალბანელთ მიწით!
გაბოროტება არ სცილდება
ბნელ ურდოს კაცთა,
ალბათ სამყარო ახლა დარტყმებს
ისევ იგემებს, —
მხოლოდ იმისთვის, —
ბოსფორში გასვლა —
უსასყიდლოდ სურთ სამხედრო გემებს.
ნეკნს ჩაუმტვრევენ მრავალ მხარეს
უნდა ვიფიქროთ —
სულს ამოხდიან,
გადათელავენ, —
მხოლოდ იმიტომ,
რომ ვიღაც ითხოვს —
მესოპოტამია
ტყვედქმნილი ჰყავდეს.
ვისი სახელით
ქვეყნებსა თელავს
მოჭრიალე
ჩექმა უხეში?
ან და, რა არის
ომის ცის ქვეშ თავისუფლება?
აღსდექ, ჩაგრულო, —
სხვისთვის მდგარო
სისხლის გუბეში
და მტარვალს უთხარ:
— რად გვაბრძოლებ,
არ გაქვს უფლება!..
1917 (თარგმანი კ. ბობოხიძისა)
Laravel
კომენტარი
0