შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

უბრალოდ უსმინე

ნიკა კუკავა 5 წლის წინ
უბრალოდ... უსმინე...
და მერე აღასრულე განაჩენი!
შენ ხო გაყიდე სიმართლე
და კერპად აქციე დანარჩენი.

შენ ხო გაჭორე დიდოსტატი
და საქმეც დატოვე გასარჩევი!
შენ ხო ტყუილი გეამა მარჯვენაზე
და ახლა იმედი გახადე - გასაჩენი.

შენ ხო ბარაბას აჩუქე სიცოცხლე,
უფალს კი არგუნე ზედ - ჯვარზე გაკრობა!
შენ ხო კაენის ფიქრებში იცოცხლე,
გამოგდის? წარსულის აწმყოში გაქრობა.

ჰო! ადამიანს მივმართავ, მიხვდებით.
არ უნდა ამ ამბავს ზედმეტი ლაყბობა.
შენ ახლა უაზროდ იცოცხლე წამებით
და მერე ზეცაში ითხოვე - დანდობა.

ნიკა კუკავა
2021წ. 26 თებერვალი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →